(სპელინგის გამო ნუ გამწირავთ)
2015 წლის 8 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ჟან იშინმა დაასრულა
ექსო ფანსაინზე დასწრება ჩინეთში და მაშინვე უკან, გადასაღებ მოედანზე გაიქცა („ო,
ღმერთო ჩემო), ბანდალინში. დღის 2 საათზე,
ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული რომ შეძლებდა „ფანსაინში“ მონაწილეობის მიღებას. 8 აპრილი
ექსოს მესამე წლისთავის დღე იყო, იშინისთვის ეს ბევრ რამეს ნიშნავდა, მაგრამ ფილმის გადაღებების განრიგი ძალიან მჭიდრო იყო და
რეჟისორსაც არ ქონდა გათვალისწინებული მისი გაშვება. სხვა წევრებიც პეკინში იყვნენ და თვითონაც, მაგრა
ის რომ მათთან ერთად ყოფნას ვერ შეძლებდა, აღელვებდა. სათითაოდ მიდიოდა რეჟისორებთან
რომ სიტუაცია აეხსნა, მათ სპეციალური თათბირი გამართეს ამასთან დაკავშირებით და როგორც
იქნა იშინს რამოდენიმე საათი გამოუყვეს.
მაშინვე როცა
ფანებთან შეხვედრა დამთავრდა უკან გაიქცა იშინი უკვე მადლიერი რომ მის მდგომარეობაში
შევდინენ და მათ დაპირდა რომ ამის შემდეგ მისი
მიზეზით გადაღებების გადადება არ მოხდებოდა. იშინმა ერთხელ თქვა, რომ მთავარი რაც კომპანიის
უფროსობისგან ისწავლა „კონტრაქტის სულია“, და ეს იმაში გამოიხატება რომ თავის დადეულ
პირობას არასოდეს არ არღვევს და იმაში თუ როგორ მართავს თავის სტუდიას ჩინეთში.
წინა გამოცდილებით,
როგორც ჩანს SMს
გონება გაუნათდა რომ მისცა უფლება ჩინელ წევრებს საკუთარი სტუდია გაეხსნათ (მრავლობითში
იმიტომ წერია რომ იმ დროს ოფიციალურად ტაო არ იყო წასული მ.კ), მათ მისცა უფრო მეტი
თავისუფლება და მართვის უფლებები. მაგრამ ამ
უფლებების უკან იშინის ერთწლიანი შეუპოვრობა დგას. 2014 წლის თებერვალში იშინს უკვე
ქონდა ფიქრებში რომ თავისი სტუდია გაეხსნა ჩინეთში, მაგრამ კომპანია თავს იკავებდა
მიაგან, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ქონია. თუმცა მას მერე რაც ჩინელმა
წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ჯგუფის დატოვება, ჟან იშინიც ხშირად ტიროდა
ხოლმე და მოწყენილი იყო. ეს პერიოდი მთელი
ჯგუფისთვის უჩვეულოდ რთული იყო. „გეგე, შენც დაგვტოვებ?“ სხვა წევრები უფრო და უფრო
ხშირად ეკითხებოდნენ ხოლმე მას. „ჯგუფის უმეტესი წევრი ჩემზე პატარაა, ვგრძნობ რომ
ჩემ თავზე ვიტვირთე პასუხისმგებლობა, რომ ჯგუფის სისრულე არ შეირყას. მე ექსოს არ დავტოვებ“
- თქვა იშინმა თავდაჯერებულად.
თავიანთ
ქვეყანაში უკან დაბრუნება და სტუდიების გახსნა ჩინელი წევრების ოცნება იყო, მაგრამ
კომპანიას სესწავლილი არ ქონდა ჩინეთის ბაზარი და ამის გამო ბევრი შესაძლებლობები დააკარგვინა
მათ. შემდეგ განხილვა დაიწყეს ამ საკითხის, და წინა წლის ივლისში ჟან იშინმა ინტერნეტში
გამოაქვეყნა ესე „ კომპანიაში ცვლილებების მოლოდინი“, ყოველთვის ჯეროდა რომ ესემი მათ
გაუგებდა. „ დღევანდელი ჩემი მიღწევები კომპანიის დამსახურებაა, ესემმა ჩამომაყალიბა
მე, ჩემი ოცნებები ამისრულა. ეს იმას არ ნიშნავს რომ ხარბი ვარ და მინდა სახლში დავბრუნდე
და მშვიდი ცხოვრება განვაგრძო, მაგრამ მსურს უფრო განვითარება ჩემიც და დანარჩენებისაც,
წინსვლა და უფრო განვითარება“. მას ყოველთვის ქონდა საკუთარი რწმენა და ნდობა კომპანიისადმი
და არც ესემს დაუყენებია იგი არჩევანის წინაშე „სტუდიის გაკეთების უფლება რომ არ მოგცეთ
რას იზამ?“ „ წევრები ყოველთვის ძალიან მენდობოდნენ და როგორც სიმღერაშია„Promise”, არასოდეს დავარღვევ
ჩემს პირობას რომელიც ექსოსთან დავდე, არ მაქვს მიზეზი რომ ჩემი კონტრაქტი დავარღვიო“.
დაბოლოოდ მაინთ თავისი გაიტანა და მისცეს სტუდიის ფლობის უფლება, ესესმი ახლა უფრო
უჭერს მხარს ჩინელი წევრების საკუთარი ქვეყნის ბაზარზე განვითარებას.
„ უნდა ვიმუშაო ბეჯითად რომ დავამტკიცო, რომ ჩინელი
ხალხი შეიძლება სანდო იყოს. თუ ვინმე თავის კონტრაქტს დაარღვევს, არსებობს შესაძლებლობა
რომ მომავალში არცერთ ჩინელთან აღარ დაიჭიროს საქმე კომპანიამ და ეს იქნება დაბრკოლება
ჩინეთსა და კორეას შორის კულტურული გაცვლისა“ როცა ჟან იშინმა ეს
თქვა ყველა დაარწმუნა თავის გულწრფელობაში როცა მანამდე თქვა „ ჩვენს კომპანიას აყვავებას“.
ყველა ამბობს
რომ მას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ეს დადასტურდა კიდეც მის ე.წ. „KFC ინციდენტში“,
სტაფმა თქვა „ის KFCს
მთლიანად უჭერს მხარს, ერთხელ როცა აეროპორტში იყვნენ ის და დედამისი, ჩანდა იშინი
მთელი დღის მშიერი იყო, აეროპორტში მხოლოდ მაკდონალდსი იყო და დედამისმა უთხრა „მაკდონალდსში
გიყიდი რამეს“, მან უპასუხა „ ამას არ შევჭამ,
მე KFCს
ვუკეთებ რეკლამას, და ამის გამო არ შემიძლია დავამცირო პროდუქტი რომელსაც რეკლამას
ვუკეთებ“. დედამისი ცოტა არ იყოს გაბრაზდა „ასეთი მშიერი ხარ და მაინც მაგაზე ფიქრობ?“
მან კი უპასუხა „თუნდაც უჭმელი ვიყო, მე არტისტი ვარ“ მან დედამისსაც კი არ მისცა უფლება
მაკდონალდსში ეჭამა „რადგანაც შენ არტისტის დედა ხარ, არ შეგფერის იმ პროდუქტის ჭამა
რომელიც კონკურენტია იმისა რასაც შენი შვილი რეკლამას უკეთებს.“ ჟან იშინი ასეთი ტიპია,
ყოველთვის იმას აკეთებს რასაც ხალხს პირდება, რასაც ამბობს ასრულებს. მართლა ასრულებს.
ახალგაზრდის მიერ
დედის წინაშე დადებული პირობა
„როცა პეკინში დავსახლდები, ჩემს ოჯახსაც იქ გადავიყვან“
„ ო, ღმერთო ჩემო“ მისი პირველი ფილმია. ამის გამო თავიდან ძალიან ღელავდა, ძლიც კი უჭირდა.
„ ვღელავდი, შევძლებ კი კარგად თამაშს? ბუნებრივად, ჩემი ჰუნანის აქცენტიც პრობლემაა“.
ჩენ სიუ დონი იშინს ლი ვეიჯი-სგან დაუკავშირდა, „მას არ აუხსნია რატომ (თხოვა თამაში
მის ფილმში), მხოლოდ მითხრა რომ სცენარი კარგი იყო, მე ვუთხარი კაი, გავიგე, მე ვითამაშებ“.
ჟან იშინის თვალები სუფთაა, მისი სახე საყვარლად მკრთალი.
1991 წელს
ჰუნანის პროვინციაში, ჩანშაში დაიბადა, მისი მშობლები ორივე ხელოვნების წამხალისებლები
არიან. მამამისს სიმღერა უყვარს, დედამისს ენდი ლაუ. 6 წლის ასაკში იშინი მონაწილეობდა
საქველმოქმედო შოუებში, მოუწოდებდა ხალხს საგზაო წესებს დამორჩილებოდნენ. 9 წლისა “Music
Never Stops”ში იღებდა მონაწილეობას და 14 წლისა ჰუნანის ტელევიზიაში, „Star
Academy”ში მონაწილეობდ, მესამე ადგილზე გავიდა.
სელებრითად ყოფნა იშინის ბავშობის ოცნებაა.
„ნიჭი გაქვს თამაშის!“
„აიოო, მართლა?“ იშინს ტუჩის კუთხეები მაღლა ეწევა, გახარებას გამოხატავს.
SE Weekly
ს ჟურნალისტი იშინს უკან დაყვებოდა გადასაღებ მოედანზე, როცა ჩან ჩენზე
ქონდა გადაღება (ჩან ჩენი - ჩინეთის დიდი კედელი), დედამისი ჰუნანიდან პეკინში ჩამოვიდა
წინა დღეს. დეიდას (იშინის დედა) საშინაო ტანსაცმელი ეცვა, წინსაფარი ეკეთა, სასმელებს
გვისხამდა და გვთავაზობდა დაჯდომა, საოცრად თბილი და გრაციოზულია, ამავე დროს უშუალო.
სასტუმროში რამოდენიმე სამზარეულოა, დედამისი სპეციალურად ჩამოვიდა რომ მისთვის საჭმელები
მოემზადებინა და რა თქმა უნდა მეტი დრო გაეტარებინა მასთან.
იმ დროს მანძილზე
რაც იშინი კორეაში მუშაობს, იშინის დედა ხშირად ჩადის იქ რომ მოინახულოს ვაჟი, თუმცა
გადატვირთული გრაფიკის და მკაცრი ზეამხედველობის გამო ეს ხშირად არ ხერხდება. „ვეუბნები „დე, ეხლა შემიძლია
გნახო“ და ისიც მაშინვე მოფრინავს ჩვენს ძველ ადგილას რომ მნახოს, მაგრამ შეიძლება
კომპანიამ რამოდენიმე საათშ შეცვალოს და გაზარდოს გრაფიკები და მეც უკან დაბრუნება
მიწევს. დედა კორეაში ოთხი -ხუთი დღით ჩამოდის, თუმცა შეიძლება მხოლოდ ნახევარი საათით
მნახოს“. ახლა რადგანაც სტუდია ქვს ჩინეთში
და უფრო მეტი აქთივითებიც, იშინი ამბობს რომ ჩნდება შესაძლებლობა პეკინში დასახლების
და მერე თავის მშობლებსაც გადაიყვანს თავისთან. ამდენი ხნით მათთან დაშორება შეხვედრას
უფრო ამაღელვებელს და ფასეულს ხდის. 24 წლის ჟან იშნი ისევ ცდილობს კარგად იმუშაოს
რომ ოცნებები აიხდინოს.
იმუშავე მუყაითად,
იმუშავე მუყაითად და იმუშავე უფრო მუყაითად
„ამ გართობის წრეში გაეცი ყველაფერი რომ გაუძლო და
არა აფეთქდე“
ჩან ჩენში ტემპერატურა ღამღამობით ძალიან დაბალია, როცა
ვკითხე რა წინააღმდეგობები შეხვედრია გადაღებების დროს “გადაღება ნიშნავს გეცვას დაბამბული
ჟაკეტი ცხელ დღეებში და მოკლე მკლავიანი მაისური ყინვაში, ყველაფერს აქვს თავისი სირთულე.“
უბრალოდ თქვა იშინმა, ისევ თავისი უმანკო, საყვარელი გამოხედვით. „მასში პრობლემას
ვერ ვხედავ, არასოდეს წუწუნებს“ ამბობენ მომსახურე პერსონალში. იმ ოთხი წლის განმავლობაში,
რომელიც კორეაში, მეცადიეობაში გაატარა, იშინი ყოველთვის პირველი მიდიოდა სტუდიაში
და ბოლო ტოვებდა მას. დებიუტი ექნებოდათ თუ არა ის მაინც თავდაუზოგავად მისდევდა თავის
ოცნებებს. როცა დაღლილობა ძალიან დიდი იყო სხვები თუ ამჯობინებდნენ რომ დაესვენათ,
იშინი აგრძელებდა ცეკვას. „თუ ვარჯიშში ყველაფრეს ჩავდებ, მერე სანანებელი აღარაფერი
მექნება“.
ერთხელ ძალიან
იყო დაღლილი, დედას დაურეკა და უთხრა „დე, რაღაცას გაჩვენებ“, მერე თავისი სინგლეტი
გაიხადა (ჩვეულებრივი მაისური, პერანგის ქვეშ ჩასაცმელი) და გამოჩნა რომ ოფლი წურწურით
გადიოდა ტანიდან, „დე, თუ დებიუტამდე ვერ მივაღწევ, ნუ დამადანაშაულებ მე, უკვე ყველაფერი
გავაკეთე რაც შემეძლო“. მაშინ დედამისი ატირდა „ჩემთვის როგორც დედისთვის, მნიშვნელობა
არ აქვს დებიუტი გექნება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი შენი ბედნიერეება და ჯანმრთელობაა“.
როცა პატარა
იყო იშინმა დაწერა ესე და მერე ის ინტერნეტში გავრცელდა. მასში წერდა, როგორ მოითხოვდა
მამამისი რომ ექიმებს მისთვის გლანდების ოპერაცია არ გაეკეთებინათ, რადგან სისხლი ძნელად
უდედდება და შეიძლებოდა ბევრი დაეკარგა. ინციდენტი
მართლა მოხდა „ ეს ესე საშინაო დავალებად დავწერე, თუმცა იმიტომ რომ სიტყვების რაოდენპბაში
შეზღუდული ვიყავი, ბევრი ვერ დავწერე, მაგრამ დეტალები ასე იყო“. იშინმა დაადასტურა რომ სისხლი ძნელად უდედდება, „დიდი ოპერაცია
რომ დამჭირდეს, ალიან ბევრ სისხლს დავკარგავ, მაგრამ ახლა ჩემი მდგომარეობა უკეთესია
ვიდრე ადრე იყო, და ბევრს ვიკვევები შესაამისად, რომ გამოვჯანმრთელდე“. 4 აპრილს, იშინს
ფილმის გადაღება ქონდა პეკინში, მერე უკან
გაიქცა კორეაში რომ მუსიკალურ შოუშო მონაწილეობა მიეღო. ფანებმა შეამჩნიეს რომ ხელთათმანებიდან
რომელბიც ეკეთა სისხლი მოდიოდა და ტიროდნენ. ეს ჭრილობა მან გადაცემის ჩაწერის დროს
მიიღო როცა ძალიან დაღლილი დაეცა, თუმცა მან მხოლოდ ბინტი დაახვევინა პერსონალს ხელზე
და სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ მისი სუსტი შედედების პრობლემამ თავი იჩინა და დიდი
დრო დაჭირდა სისხლდენის შესაჩერებლად. როცა რეპორტიორები 8 აპილს მას შეხვდნენ, ჭრილობა
მის ხელზე ისევ ღია იყო.
ამ წელს, რადგანაც
ის იყო ახალი წლის შოუს მასპინძელი, იშინი რამოდენიმე მოძრაობის გაკეთების დროს დაეცა.
ამის გამო როცა სხვები ჩინური ახალი წლის ასაღნიშნად სახლებში წავიდნენ ის სტუდიაში
იყო და ცეკვავდა „თუ ეხლა სახლში წავალ, ვერ გავიგებ როგორ ვიცეკვო სწორად და ეს ჩემს
გუნდის წვრებს უკან დახევს, მე კი არ მინდა ვიყო ის ვინც სხვებს აბრკოლებს“
ჟან იშნის
ცხოვრების ლოზუნგია „გაეცი ყველაფერი რომ გაუძლო და არა აფეთქდე“. ინტერვიუს განმავლობაში,
ყველაზე მეტად იყენებდა სიტყვებს „მუყაითად მუშაობა“, „განაგრძე წინსვლა“ და „ქვემოთ
დედამიწაზე“. და ესაა ის რასაც ის ჩვეულებრივ აკეთებს, როგორც თავისი ვეიბოს სახელი
“努力努力再努力” (იმუშავე მუყაითად, იმუშავე მუყაითად და იმუშავე უფრო
მუყაითად). როცა ფოტოსესია ბოლოსკენ მიდოდა,
დასაწყისივით ახლაც 90 გრადუსიანი თავის დაკვრა გაუკეთა ყველა მომსახურეს, ხელი ჩამოართვა
სათითაოდ გამომშვიდობების სანაცვლოდ და გაიქცა
ფილმის გადასაღებ მოედანზე. ღამის ათ საათზე წავიდა ის უკან რომ მუშაობა გაეგრძელებინა.
No comments:
Post a Comment