E:იშინი ვერ ჭამს ცხარე საჭმელს, მაგრამ თქვენ ხომ ჰუნანიდან ხართ, სახლში ცხარე საჭმელს არ ჭამთ?
Zhang Mama: არა ვერ ჭამს ცხარეებს, ამიტომ მისთვის ცალკე ვამზადებ, მივეჩვიე უკვეSE: თქვენი გაკეთებული რომელი კერძი უყვარს ყველაზე მეტად?
Zhang Mama: სოსისები! ტკბილი კანტონესური სოსისები
SE: თქვენ უმზადებთ სოსისებს?
Zhang Mama: არა გამზადებულს ვყიდულობთ ტან რენ შენში და მერე ვამზადებ კერძად.. უი, ეს არ უნდა მეთქვა ხომ, რეკლამა გამომივიდა
SE: ახლა ალბათ თქვენ და თქვენი შვილი ხშირად ნახულობთ ერთმანეთს
Zhang Mama: ხშირად დავყვები აქეთ-იქით, როცა კორეაშია იქაც ხშირად მივდივარ
SE: საერთო საცხოვრებელშიც მიდიხართ?
Zhang Mama: არა იქ მისვლა არ შემიძლია
SE: აბა მაშინ რას აკეთებთ?
Zhang Mama: შეხვედრებს ვუნიშნავთ ხოლმე ერთმანეთს
SE: ის თქვენი შვილია, მაგრამ მაინც გჭირდებათ მასთან შეხვედრის დანიშვნა, უფრო ხშირად სად ხვდებით ხოლმე?
Zhang Mama: ძირითადად ერთ ადგილას რათა აქეთ იქით მოგზაურობა არ მოუწიოს
SE: რამდენად ხშირად ჩადიხართ კორეაში?
Zhang Mama: როცა მომენატრება მივდივარ. სასაცილოა, კორეულად სიტყვის თქმაც არ შემიძლია, მაგრამ მაინც არ ვიკარგები, ვიცი სად ცხოვრობს, ვიცი სადაც უნდა წავიდე და ვიცი მე სად უნდა გავჩრედე, რომელ სასტუმროში. ამ რამოდენიმე ადგილის სახელს კორეულად კარგად გამოვთქვამ
SE: როდის წახვედით კორეაში პირველად? მარტო იყავით?
Zhang Mama: არა, პირველად, გავყევი, როცა ის გადადიოდა კორეაში. მაშინ ავად ვიყავი, ხერხემალზე პრობლემები მქონდა, ცოტას რომ გავივლიდი მერე უნდა დავმჯდარიყავი და დამესვენა, მაგრამ მასზე ვღელავდი და არ ვისვენებდი, რადგან არ მინდოდა ენერვიულა. ის კორეაში 2008 წელის 10 ოქტომბერს წავიდა, მაშნ კორეაში ძალიან ძლიერად თოვდა, ასე ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა! ვცდილობდი ადვილად გადამეტანა, კარგად ვიყავი, მაგრამ როცა პირველ ღამეს ჩემს გვერდით მწოლიარეს ჩაეძინა ვიტირე.
SE: ყოველთვის მხარს უჭერდით მის კორეაში წასვლას?
Zhang Mama: კი, რადგანაც მაშნ ძალიან პატარა იყო ვალდებული ვიყავი ყველაფერში მხარი დამეჭირა.
SE: მთელი თქვენი ოჯახი ენთუზიაზმით გამოირჩევით ხელოვნებისადმი, ალბათ ამიტომ
Zhang Mama: არც მაინცდამიანც, ალბათ უფრო იმიტომ რომ მას სულ უკან დავდევდი ბაღიდან სკოლის ბოლომდე, ბედნიერება იყო მისი აღზრდა! თუმცა ხელოვნებაზე თუა საქმე, მამამისს უყვარს სიმღერა
SE: სანამ პატარა იყო ბევრ შეჯიბრებში და შოუებში ირებდა მონაწილეობას
Zhang Mama: 2 წლის რომ იყო და სცენაზე გავიდა მაშინ აღმოვაჩნეთ მისი ტალანტი, მღეროდა მამამისის საყვარელ სიმღერას “ჩემი მზე”, მუსიკის გარეშე. ეს პირველი შემთხვევა იყო. ამის შემდეგ, მამამისს ყავს მეგობარი, და ერთად რომ ვმღეროდით იშინიც შემოგვიერთდა, გვითხრა “მივბაძავ ძია ჟანის სიმღერას, როცა ძია ჟანი მღერის წარბები ეწევა მაღლა”. ნელა-ნელა დავრწმუნდით რომ მართლა ტალანტი ქონდა. დავწყე მისი მეცადინეობა და როგორც ვთქვი 2 წლისა უკევ სცენაზე იდგა და უმუსიკოდ მღეროდა.
SE: სანამ პატარა იყო, ბევრი სახის შეჯიბრებში მონაწილეობდა, მის სწავლაზე ნერვიულობდით ხოლმე?
Zhang Mama: საშუალო სკოლაში მასწავლებლებიც მხარს უჭერდნენ მისი მონაწილეობას ასეთ შეჯიბრებში. მისი სკოლის სლოგანი იყო რომ ყურადღება მიექციათ ბავშვის სწავლის ხარისხს და მეთოდებს და არა ნიშნებს, ასე რომ მაშინ სკოლაშიც ბევრ წარმოდგენებში აღებინებდნენ მონაწილეობას.
SE: რა წოდება აქვს თქვენს თვალში?
Zhang Mama: წინ მიიწევს კენწეროსკენ, ახლოსაა მასთან
SE: მაშინ როგორი იყო როცა პატარა იყო?
Zhang Mama: როცა მან ისწავლა პიანინოზე დაკვრა, გამოცდის ჩაბარებას არ ვაძალებდით. თუ მოსწონდა სწავლა, ისწავლიდა, თუ არ მოწნდა არა. ეს უბრალოდ ჰობი იყო პატარა ბავშვისთვის. მის აზრს მაშინაც პატივს ვცემდით.როცა სკოლაში (სამუსიკო) სწვლობდა დავალება ქონდა რომ სიმღერა დაეწერა… ძალიან კარგი სიმღერა გამოუვიდა, ინგლისურად დაწერა, როცა დამამთავრებელ კლასებში სწავლობდა.
წყარო და სრული ვერსია: http://www.weibo.com/p/1001603831142875817657
No comments:
Post a Comment