SE: კორეაში მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობ,ალბათ გეხერხება
დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგრამ “სელებრითი მზარეული ჩამოვიდა”-ში თქვი რომ შენი წარმოდგენა
“არ იყო კარგი”, სინამდვილეში როგორ ამზადებ საჭმელებს?
იშნი: ჩვენ, ჩანშას
ხალხი კარგი მზარეულები ვართ, მეც მაღალი გემოვნება მაქვს კულინარიაშ, თუმცა ჩემი თავი
რომ განმასჯევინოთ ვიტყოდი რომ კარგად ვერ ვამზადებ, მიუხედავად ამისა ჩემი მშობლები
და ბებია-ბაბუა მიქებენ ნახელავს! ჩემი ფანები არიან
SE: დასვენების
დღეებში ჩვეულებრივ რას აკეთებ?
იშინი: გვიან
ვდგები, მეტი მძნავს, დაახლოებით 12 ზე ან პირველზე ვდგები, მერე როცა ვდგები ვცდილობ რომ სიმღერები დავწერო ან ჭიქა ყავის საყიდლად
გავიდე, თუ შესაძლებლობა მაქვს ვხვდები მეგობრებს, დიდხანს სახლში ვერ ვრჩები
SE: სხვა? გარეთ
ვერ ერთობი?
იშინი:რადგანაც
ცნობილი ადამიანი ვარ ჩემთვის გართობა... ვერ ვბედავ რომ გასართობად გარეთ გავიდე
SE: გარეთ მარტო
დადიხარ? მაგალითად მეტროში, ან კინოთეატრში? ხალხი ვერ გამჩნევს?
იშინი:კი როგორ
არა, ნიღაბს ვატარებ და კეპს რომ სახე დავიფარო, ბევრი შემთხვევა არ მახოსვს რომ ვინმეს
ვეცნე, და ვამაყობ ამით
SE: რამდენად
ხშირად ალაგებ შენს ოთახს?
იშინი: ოთახს...
ა, ოთახს ხო? სიმართლე რომ გითხრათ სახლში რომ მივდივარ სიზარმაცის შემოტევები მაქვს
ხოლმე, მაგრამ როცა გარეთ ვმუშაობ ან გადაღებები გვაქვს, ოთახს ყოველ დღე ვალაგებ იმიტომ
რომ ასისტენტი ჯიჯი მეხმარება
SE:მოგწონს შენი
ზედმეტსახელი “长沙疯蹄子” ? (ნიშნავს შეშლილი ჩლიქი ჩანშადან)
იშნი: შეშლილ… ჩანშადან? ასეთი არსებობს? მე მეძახიან? მე რატომ არ ვიცი?
სად ნახეთ? მალე მეც მაჩვენეთ! ყველაზე შეშლილი ჩლიქი... ალბათ იმიტომ რომ როცა ვცეკვავ რაღაც
ველური ვარ, ველური მოცეკვავე, რა არის შეშლილი ჩლიქი ჩანშადან? მერე უნდა მაჩვენოთ!
SE: როგორიც “სტარ აქადემიში” იყავი, იმასთან შედარებით,
სცენაზე ისე ცოცხალი აღარ ხარ, ვითომ გაიზარდე? თუ შენი შინაგანი
სულელური სისაყვარლე სააშკარაოზე გამოვიდა, თუ ეს ის იმიჯია რომელიც კომპანიამ შექმნა
შენთვის?
იშინი: არა, ადამიანები
უნდა გაიზარდნონ, რა თქმა უნდა ასეთი ბავშვობაში ვიყავი. რაც ახლა თქვით ის კი არააკურატული
იყო, აქამდე ყოველთვის ჩემს სისაყვარლეს ვამჟღავნებდი და არა სულელურ სისაყვარლეს.
SE: ჰაჰა, ასე.. რომელ ინტერნეტ სლენგს იყენებ ყველაზე ხშირად?
იშინი: დუანგ (სლენგი ჯეკი ჩანმა თქვა პირველად, პოპულარულია
ვეიბოზე) ჰა ჰა
SE: აქამდე არსებობდა ისეთი ვინმე ვინც გინდოდა ყველასთვის წარგედგინა?
იშინი: ვა, ამ
დროისთვის კმარა ზედმეტი ვილაპარაკე ისედაც, შემდეგ ჯერზე გეტყვი. შეყვარებულთან დაკავშირებით
„ვარჩევ გოგონებს ნაზი და წმინდა პიროვნულობით“
SE: ახლახანს „Happy
Camp”ში, აღნიშნე რომ
როცა გოგონებთან ერთად ხარ ძალიან მორცხვი ხდები. გრძნობდი რომ ჰუან სიაომინი „ძალიან
უფროსი“ იყო და მისგან რამოდენიმე ტრიუკი ისწავლე?
იშინი: კი ჰუან
სიაომინ-გე ძალიან კარგი ვიღაცაა, არა მარტო გოგონების მიმართაა ჯენტლმენი, ის ასევე
კარგად ზრუნავს გარშემომყოფებზე. მე ვიცი რომ გოგონები სხვა რამეს ამბობენ და სხვა
რამეს ფიქრობენ, მაგრამ არ შემიძლია გამოვიცნო მათი ფიქრები. ჰუან სიაომინმა კი ეს
ყოველთვის იცის, ვფიქრობ რომ ჩვენს შორის განსხვავება რეფლექსებშია, ძალიან ნელი ვარ, კითხვაზეც კი ნელა
ვპასუხობ
SE: შენი დატვირთული სამუშაოს გამო
თანდათან ხომ არ უცხოვდები გოგონების მიმართ? გინდა რომ შეყვარებული გყავდეს?
იშინი:ხო, მართლაც
არ მაქვს პაემნების დრო, მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად რაც მინდა ისაა რომ ვიმუშაო უფრო
კარგად და ჩემი შესაძლებლობები დავხვეწო
SE:მოდი ვისაუბროთ ყველაზე რომანტიკულ რაღაცეებზე რაც გოგონასთვის
გაგიკეთებია
იშინი: ვაჰ, მეშინია
ამ კითხვის, იმიტომ რომ მგონია აქამდე რომანტიკული საქციელი არ ჩამიდენია
SE: მაშინ ის თქვი, პატარაობაში ხომ პოპულარული იყავი, რა იყო ყველაზე რომანტიკული
საქციელი რაც გოგონებს შენთვის გაუკეთებიათ?
იშინი: ფანები
ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებდნენ, ამღელვებელს და რომანტიკულსაც. წერილებს მწერენ
„სასიყვარულო წერილებს“ მე მათ ვინახავ და როცა დრო მაქვს ვკითხულობ. ზოგი მათგანი,
გარდა იმისა რომ ამაყს მხდის, მახსენებს პრობლემებს, ჩემს სხეულზე ზრუნვას, რომ არ
უნდა ვიზარმაცო. ისეთი წერილებია რომ გამოგკვებავს.
SE: ეხლა ძალიან საჭირო კითხვა უნდა დაგისვა, რა სტანდარტი გაქვს გოგონებთან
მიმართებაში? რა ტიპის გოგონებს ანიჭებ უპირატესობას? პატარა ასაკის გოგონებს თუ ქალებს? როგორც სასწორი, ზოდიაქოს ნიშანი რომელიც გარეგნობას ანიჭებს უპირატესობას, რას აქცევ გოგონაში
ყურადღებას?
იშინი: ვირჩევ
გოგონებს კეთილი და წმინდა ხასიათით. ო, სასწორები კლასიფიცირებულები იყვნენ როგორც
ნიშანი რომელიც გარეგნობას აქცევს ყურადღებას? ამაში პრიზი აქვთ მიღებული? ჰა ჰა..
ალბათ უფრო შევამჩნევდი გოგონასთვალებს, რადგან მგონია თუ ადამიანის თვალებში ჩაიხედავ
მის ფიქრებს გიგებ. ამის მერე ჩაცმის სტილს ვაცევ ყურადღებას, მას უბრალოდ უნდა ეცვას.
SE: რა არის ის რასაც
მას ვერ აპატიებდი
იშინი: ჩემი ოჯახისადმი
ცუდ მოპყრობას
SE: ვინაა შენი
ქალღმერთი? (male good/female goodness ტიტულები
მიღებულია აზიურ ბომონდში)
იშინი: მე ღმერთი
მყავს, შეიძლება ის ვთქვა? ენდი ლაუ (იშინის დედის male godიც ენდი ლაუა)
SE: რადგანაც ახალგაზრდა ხარ, 90იანების ბავშვი, ალბათ ქორწინებაზე ფიქრს
არ შეუწუხებიხარ, მაგრამ თუ ფიქრობ ან გეგმავ მომავლის კარიერაზე და ოჯახზე? როგორც
ოჯახის ერთადერთი ვაჟი შვილი, დედაშენს აქამდე თუ
უთქვამს რამე ქორწილზე?
იშინი: ვფიქრობ,
რომ ურთიერთობები ბედზეა დამოკიდებული, უბრალოდ დინებას უნდა მიყვე. დედაჩემი არ მაჩქარებს,
არ ვიცი რამოდენიმე წელში ამას მომთხოვს თუ არა, ახლა კი ჯერ ისევ სამუშაოზე ვარ ორიენტირებული
გე, გეგე - იგივეა
რაც ჰიონი კორეულად და უფროსი ძმა ქართულად

No comments:
Post a Comment