Tuesday, October 27, 2015

სინას ინტერვიუ ტაოსთან, თითქმის სრული ვერსია


ტაო: მეგობრებო სინადან, გამარჯობათ ყველას, მე ჰუან ზიტაო ვარ.
ინტ: როგორ ხასიათზე ხარ ამ ხნის განმავლობაში? მგონია რომ მართლა ძალიან ნერვიულობ, არ მინახავს სელებრითი ასე ნერვიულობდეს
ტაო: არასოდეს მინერვიულია ასე, იმიტომ რომ დღეს ყველა იმ გაუგებრობის ახსნას ვაპირებ, რომელიც აქამდე წარმოშობილა, გულს ვამზადებდი ამისთვის მაგრამ მაინც ცოტას ვნერვიულობ. ბოლო ხანებში ძალიან განაწყენებული ვიყავი ხალხზე, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები ითქვა რაც სიმართლე არაა, ისეთ ამბებს ვიგებ ინტერნეტში რომ შეიძლება ცხოვრებაში არც მომლანდებოდა.
ინტ: ბევრი რამ რასაც ამბობენ ნეგატიურია, მაგალითად როცა ბიჭებთან ერთად არდადეგებზე იყავი ვიდეო გავრცელდა როგორ გეჭირა ხელში “დუბინკა” და დაცვას უღერებდი, ასევე სცენის ვიდეო, მეც კი ვნახე, რომ ფანს ეუბნები ტანსაცმელი გაიხადეო. რატომ არის შენზე ნიუსები ყოველგვარ აზრს მოკლებული ხოლმე?
ტაო:ხო, დღეს მინდა ყველა ეს გაურკვევლობა ნათელი გავხადო და ვთქვა სიმართლე და ასევე მომენტების გამო, სადაც შევცდი ბოდიში მოვიხადო
ინტ: სამი რამეა რაზეც გინდა საუბარი ხომ?
ტაო: პირველად რომელზე ვთქვა?
ინტ: სანიაზე
ტაო: მაგ დროს წევრებთან ერთად ვიყავი, რომლებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდათ ჩემთან. განრიგი რომ დაგვიმთავრდა, გვინდოდა არდადეგების მოწყობა. მათ სხვა ადგილი აირჩიეს ზღვისპირზე, მაგრამ მე სანია შევთავაზე, წავიდეთ და ნახავთ არ ინანებთ მეთქი, მინდოდა სტუმართმოყვარეობა გამომეჩინა ჩინეთში, თან სანია მართლა კარგი ადგილია.
ინტ: კორეელები იყვნენ ის ორი წევრი?
ტაო:კიკიკი, თვითმფრინავში ასვლის შემდეგი გარემოებები - რამოდენიმე ფანი იყო, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა და გაგვაცილეს ჩვეულებრივად, ჩავსხედით მანქანაში და წავედით სასტუმროში.
   სასტუმროს გზაზე, შევამჩნიეთ ექვსი მანქანა რომელიც მოგვყვებოდა. მეც აზრზე არ ვიყავი რას აკეთბდნენ, ვინ იყვნენ, ბიჭებმა მკითხეს, სასტუმრომდე უნდა გამოგვყვნენო და მე მძღოლს ვუთხარი მანქანა გაეჩერებინა, მეთქი ვეტყვი რომ აღარ გამოგვყვნენ. მანქანიდან რომ გადმოვედი მაგ დროს ვფიქრობდი რომ სასენები იყვნენ, მაგრამ შევცდი. ექვსი მანქანიდან მხოლოდ ორი ვნახე შავებში ჩაცმული იყვნენ კამერებით, ვუთხარი “შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩვენი დევნა?” პირველ ჯერზე ზრდილობიანად ვთხოვე, უხეშად არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ჩემს მეგობრებზე და ჩემზე საუბარს და კიდევაც შეიგინეს (იდეაში დაიწყევლეს თქვა, მაგრამ ჩინეთში კაცები არ იწყევლებიან)
სიტუაცია ძალიან საშიში ხდებოდა, მე ბიჭები იქ კარგი დროის გასატარებად წავიყვანე და თვითმფრინავში ჩაჯდომის დროს არც კი მიფიქრია რომ ასე მოხდებოდა. უბრალოდ მინდოდა თავი დაენებებინათ, მათ კი გააგრძელეს ჩემი გინება თან მანქანაში ჯდებოდნენ, მეტის გაკეთება არაფრის შემეძლო და მანქანაში დავბრუნდი. ჯოხზე ამბობდით რაღაცას ხო? მართლა მოვუღერე მე ის ჯოხი, მაგრამ განზრახვაც კი არ მქონია რომ დამერტყა. თავდასაცავად მქონდა, იმიტომ რომ არც კი ვიცოდი რას მოიმოქმედებდნენ, მე მატკენდნენ თუ ჩემს მეგობრებს. მართლა შეშინებული ვიყავი.
ინტ: ეს ორი წევრი შენზე დიდები იყვნენ თუ პატარები
ტაო: ერთი ჩემზე ერთი წლით პატარა და მეორე 90ში დაბადებული(აი ასე თქმას ერთქვა რომ სეჰუნი ან კაი და მინსოკი იყვნენ არ შეილებოდა)
ინტ: ანუ შენზე ცოტათი დიდი. ალბათ იმიტომ რომ ჩინელი ხარ მოგიწია მათი დაცვა
ტაო: კი, იმიტომ რომ მათ ჩინური არ იციან, მე შემეძლო მათთან დალაპარაკება, მაგრამ არ ველოდი რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა. არ ვიცოდი რა ზიანს მიაყენებდნენ ბიჭებს, მათ წინაშე პასუხისმგებლობა მქონდა აღებული, რამე თუ მოხდებოდა მე უნდა დამეცვა, ისინი ხომ აქ მე მოვიყვანე
ინტ: მახსოვს ვეიბოზე დაპოსტე გიფების ჯაჭვი, სადაც ერთ ერთი იყო ბეკიონი და ერთი კიდევ სხვა  ჯგუფის წევრი, ის გიახლოვდებოდა და შენ ხელი კარი, ამას როგორ უყურებ?
ტაო: პირველ რიგში როცა სცენაზე ვართ  ყოველთვის ვაცნცარებთ, სიმართლე რომ გითხრათ ეს ფანებს მოსწონთ და ვიდეოც, რომელშიც ბეკიონს ხელს ვკრავ, სრული ვერსია უნდა ნახოთ, ჩვენ უბრალოდ ვხუმრობდით სცენაზე. მოგეხსენებათ სცენაზე რეებს ვაკეთებთ და ჩვენი ურთიერთობაც კარგად იცით. ექსოში ყოფნა… მიყვარს ჩემი ჯგუფი და მისი ყველა წევრი, ეს ვიდეო კი ისე ამოჭრეს რომ მასში ყველაფერი ცუდად ჩანს. გვაქვს მომენტები როცა ვღადაობთ, ვაცნცარებთ…
ინტ: როგორ ხასიათზე იყავი ეს რომ გადაპოსტე?
ტაო:ამ დროს შეგიძლია გაბრაზდე, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, სახლიდანაც ვერ გადიხარ, ზიხარ და უყურებ როგორ გიტევენ (ამ დროს დაიწყო ტირილი)
ინტ: რატო არ გააკეთე არაფერი? შეგეძლო რამე პოზიტიური დაგეპოსტა
ტაო: მართლა არ ვიცი, უმიზეზოდ რატო ვეგუებოდი ამდენ რამეს, მაგრა მაშინ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. როცა საჯარო პიროვნება ხარ შენ მხოლოდ შეგუება შეგიძლია მეტი არაფერი, მნიშვნებლობა არ აქვს მართალი ხარ თუ მტყუანი. ავხსენი მაგრამ სულ ტყუილად, ამის შემდეგ ხალხმა ვისაც ვძულვარ, პირიქით გაამძაფრეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მტყუანი ვიყავი.
ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს რას დაწერენ ჩემზე, მე მართლა კარგად ვარ.
ერთმანეთს რომ ებმება ესეთი რაღაცეები, ბევრი გროვდება და საბოლოოდ ფეთქდება და ხვდები რომ მეტს ვეღარ უძლებ.
ინტ: იქნებ სენ უფრო ადვილი გზა აირჩიე ამ ყველაფრისგან თავდასაღწევად? და იმიტომ რომ ასე ახალგაზრდა ხარ არ უფქრდები რას აკეთებ და ნელა ნელა გახდები ფრთხილი
ტაო: განსხვავება ძველ და ახალ ტაოს შორის არის ის რომ, მოველნებთან ერთად გავიზარდე. ხანდახან შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს რომ ერთ ღამეში იმდენად დაბრძენდე, რასაც ჩვეულებრივ ერთი წელი მოუნდებოდა და ამით შენი ბედი შეიცვალოს. ფეხი რომ არ დამზიანებოდა არ ვიცი კომპანიაში რა მოხდებოდა, ან შემდეგში ასეთ რაღაცეებს ვინ იტყოდა. არ მეგონა თუ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ასე გავჯიუტდებოდი და კომპანიას დავტოვებდი. მანამდეც ხირად განმიხილია ეს საკითხი sm თან, ბევრჯერ ვისაუბრეთ და უკმაყოფილება გამოვთქვი გარკვეულ საკითხებზე.
ინტ: კერძოდ?
ტაო: აი მისმინეთ. ყოველთვის, როცა ჩემი რომელიმე წევრი ან საერთოდაც ყველა დაღლილები ვიყავით ანა ავად, არავინ მოიდიოდა და გვეკითხებოდა” შეგიძლიათ ამ პროგრამაში მონაწილეობა? თუ არა მაშინ გავაუქმოთ”. საერთოდ არავინ კითხულობდა ამას, უფრო ხშირად მათგან გვესმოდა მსგავსი წინადადებები” ცოტაც მოითმინეთ, გაუძელით მალე დამთავრდება და შეგეძლებათ სახლში წასვლა, ამის მერე შეგიძლიათ დაისვენოთ”, იმედი გვქონდა და ამის გამო ვითმენდით დასურულებლად, მაგრამ როცა აღწევ იმ მომენტს როცა გაძლება აღარ შეგიძლია საკუთარ თავს ეკითხები” რატომ უნდა ვიწამო თავი ასე?”
ინტ: შეგიძლია შენს დაზიანებებზე ისაუბრო?
ტაო:თებერვალში დავიზიანე ფეხი, ისე რომ სიარულიც კი არ შემეძლო, მაგრამ მათ მაინც მაიძულეს ჟურნალის ფოტოსესიაში მიმეღო მონაწილეობა, მაშინ ტემპერატურა ისევ ნოლს ქვეომთ იყო და საავადმყოფოდან პირდაპირ გადაღებაზე წამიყვანეს. ექიმმა ამიკრძალა ცეკვა მათ კი კლიპის გადაღებაზე წამიყვანეს. ფეხი ნელნელა კი მირჩებოდა მაგრამ მათ ბოლომდე არ მოიცადეს და მაცეკვეს. რკინისაც რომ იყო ადამიანი მაინც შეუძლებელია ამის გაძლება. მხოლოდ ცოტამ იცოდა ამის შესახებ. ბევრი რამ მამაჩემისთვისაც კი არ მითქვამს.
ინტ: ეს ამ წლის გაზაფხულზე იყო ხომ? და ღელავდი ამ გადაწყვეტილების მიღებისას? გახსოვს რა მოიმოქმედე კრისის და ლუჰანის წასვლის შემდეგ? როცა ეს გადაწყვეტილება მიიღე ფანები ამბობდნენ რომ მათ უღალატე.
ტაო:რა თქმა უნდა იყვნენ ფანები ვინც ცუდს ლაპარაკობდა ჩემზე როცა წავედი, მაგრამ არ ვნანობ. მაგ დროს ძალიან იმპულსური ვიყავი და ბევრი ისეთი რამ ვთქვი რაც არ უნდა მეთქვა და ისეთი რაღაცეები გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა და ამას აღარასოდეს გავიმეორებ.
კრისთან ჯგუფში საუკეთესო ურთიერთობა მქონდა იმ დროს , მაგრამ არ ვიცი რატო დაგვტოვა ასე. დილით გავიღვიძე და ნიუსებიდან გავიგე რომ წასულა. ამ დროს იმპულსურად დავწერე ძალიან ბევრი რაღაც მასზე, მოგონებები პირველი შეხვედრიდან დებიუტამდე, როცა ჯერ ისევ საწრთვნელი პერიოდი გვქონდა....
ინტ: რატო არ გამოაქვეყნე? ბევრს ააღელვებდა
ტაო: როცა კომპანიაში ხარ, შენ არ შეგიძლია ასეთ შემთხვევაში კარგი რაღაცეები დაპოსტო. მე მაშინ ისევ ჯგუფში ვიყავი და მის იმიჯზე უნდა მეზრუნა. მენეჯერმა მითხრა რომ ცუდი რაღაცეების დაწერა შემეძლო, ჩვენზე კარგად იმოქმედებდა, ბიჭებმა მირჩიეს საერთოდ არაფერი დამეწერა, მაგრამ მე მაინც ცუდის დაწერა ვარჩიე.
ინტ: მას შემდეგ კრისთან და ლუჰანთან ურთიერთობა გქონია?
ტაო: ლუჰანს ხშირად ვეკონტაქტები, მაგრამ არ ვიცი კრისი ოდესმე მაპატიებს თუ არა.
ინტ: შანსი რომ გქონდეს მასთან ურთიერთიბას აღადგენდი?
ტაო: შანსი რომ მქონდეს ვეტყოდი რომ ის იმპულსური ქმედება იყო ჩემი მხრიდან, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდს მხარს დავუჭერდი.
მაშინ როცა ის დავპოსტე დავამატე “ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგად გაქვს” და ეხლაც ასე ვფიქრობ რომ კარგად აქვს ყველაფერი, მართლა გულით ვამბობ, იმედია ისმენს.
ინტ: როცა ჯგუფის დატოვება გადაწყვიტე მამაშენს უთხარი ამის შესახებ?
ტაო:დებიუტიდან დღემდე მამაჩემს ყველაფერს ვეუბნეოდი. ვერ წარმოიდგენდა რომ სელებრითი გავხდებოდი, როცა ვუთხარი რომ მუსიკას უნდა გავყოლოდი წინააღმდეგი იყო, უნდოდა ჯარისკაცი გავმხდარიყავი, მაგრამ ისეთი რამე გავაკეთე რომ აზრი შევაცვეინე. ერთი ღამე საერთოდ არ მძინებია, გათენებამდე წერილს ვუწერდი ძალიან ებვრი ფურცელი გამოვიდა, მერე მამაჩემს…
ინტ: კომოდზე დაუდე?
ტაო: არა. ჩვენ ყველას ძილის დროს კარებები დაკეტილი გვაქვს. მშობლების ოთახის კარის ქვეშ შევაცურე და დავიძინე. წერილში ეწერა “სკოლაში ჩემი ქულები არასოდეს ყოფილა დამაკმაყოფილებელი, მე ისეთი ბავშვი ვარ რომ სწავლაზე მეტად დაკვრა მომწონს. ვიმედოვნებ რომ ჩემს საკუთარ სივრცეს მომცემ. მე საკუთარი ოცნება მაქვს - მუსიკა მიყვარს. იმედი მაქვს რომ გამიშვებ მუსიკის სასწავლად, რომ ვაკეთო ის რაც მომწონს. დამიჯერე წარმატებას მივაღწევ” დილით რომ გავიღვიძე ფურცლები გამქრალიყო და საღამოს მამა სახლში რომ დაბრუნდა მითხრა “ დღეიდან შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”
ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი არ არის მაგრამ არც მდიდარია, ძალიან დიდი ხანი მკაცრად მზრდიდნენ გარდა საჭმლის საყიდელი ფულისა, ზედმეტ ჯიბის ფულს არ მაძლევდნენ. 18 წლიდან დღემდე ყველაფერი რაც დამიხარჯია ჩემი მძმე შრომით გამოვიმუშავე. შობლებისთვის თეთრიც კი არ მომითხოვია. მამაჩემს მაშინ ვუთხარი, სკოლა ჩემთვის… იმედია ეს გავლენას არ მოახდენს ბავშვებზე, ჩემთვის სკოლაში სიარულს დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ სკოლაში სიარულზე მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობდა. მინდოდა ის მეკეთებინა რაც მსურდა. ყოველთვის მჯეროდა რომ ჩემი ოცნება ახდბოდა
ინტ: რა იყო შენი ოცნება?
ტაო:იგვე რაც ახლა, ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი. ჩემი მეგობრები მლანძღავდნენ, რეებს ამბობ ეგ შეუძლებელიაო, მაგრამ მე მათ დავუმტკიცე.
ინტ: ასე ძალიან რატომ გინდოდა სელებრითი გამხდარიყავი?
ტაო: მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა მუსიკა. მომწონდა უკლებლივ ყველა აიდოლი ვინც მღეროდა. პატარა როცა ვიყავი, სიმღერები რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსმენდი იყო ჯეი ჩოუს, ვან ლი ჰომის და ჯეიჯეი ლინის. მათი სცენაზე დანახვა მართლაც თავბრუდამხვევი იყო. ხომ ხვდებით რა დიდებაზე ვსაუბრობ? ძალიან ბევრი მათ ნამუშევრებს მთელი გულით უსმენს.
სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი წამოსვლის შესახებ მამაჩემს ტელეფონში ვეჩხუბე. მან მითხრა რომ უბრალოდ შინ დავბრუნებულიყავი, მირჩევნია არასოდეს აღარ იყო ცნობილიო. მე  გავჯიუტდი და ვუთხარი რომ ცნობილად ყოფნა ისევ მინდოდა.
ინტ:ფეხი დაზიანებული გქონდა და მაინც ჯიუტობდი?
ტაო: მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ეს დაზიანება მთელი ცხოვრება ჩემთან არ იქნებოდა, მე მინდა ვაკეთო მუსიკა. ყველა უნარი რომ წამერთვას ჩემს ხმას მაინც შეეძლება მღერა. უბრალოდ ცეკვა არ შემიძლია.
ინტ: მაგ შემთხვევის შემდეგ დაწერა მამაშენმა წერილი? მამაშენი გამოიყენე რომ ეს ამბავი განგეცხადებინა? შენ ხომ მხოლოდ დაწერე “მაპატიეთ მადლობელი ვარ”. გიფიქრია როგორ ინტერპრეტაციას მიცემდნენ ამ პოსტს?
ტაო: ამ დროს უკვე აღარ მაინტერესებდა მათი აზრი, მხოლოდ მინდოდა ფეხი მომრჩენოდა და გამეგრძელებინა ის რისი კეთებაც მინდოდა, ჩემო ფეხო მალე გამოჯანმრთელდი!
ინტ: თავს მარტოსულად არ გრძნობ?
ტაო: არა, nonono იმიტომ რომ ახლა ბევრი მუსიკის წერა შემიძლია. სანამ მუსიკის წერას დავიწყებ რაც თავში მომდის ყველაფერს ტელეფონში ვწერ, მაგალითად დღეს ინტერვიუზე ვარ, დასრულების შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, როგორც იქნა ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა, გადმოვალაგებ ყველა აზრებს და ერთ დიდი პასაჟს შევქმნი, მერე აქედან იმ ფრაზებს ავიღცევ რისი თქმაც ყველაზე ძალიან მინდა და სიმღერად ვაქცევ.
ჩემი ცხოვრება ძალიან უბრალოა, სამუშაო, ხმის ჩამწერი სტუდია სახლი, ძალიან იშვიათად გავდივარ გარეთ.
ინტ: არ გინდება მეგობრებთან ერთად გასვლა?
ტაო: ვაღიარებ, ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, ვფიქრობ რომ ჯობს ცოტა გყავდეს მაგრამ ნამდვილი მეგობრები, მინიმუმ ხუთი წლის ნაცნობები
იტ:შენს სამსახურზე ლაპარაკობდი. ფეხი უკვე მოგირჩა?
ტაო: თითქმის. მაგრამ თუ ძალას დავატან მერე ისევ ძალიან მიჭირს მოძრაობა. მყესი მქონდა გაწყვეტილი და პატარა ძვალი მოტეხილი, ასე რომ დრო ჭირდება შესახორცებლად, მაგრამ არ ვიცი ეს როდის იქნება.
ახლა კი სირბილში და ხტომაში ხელს არ მიშლის.
ამერიკაში წასვლის შემდეგ ჩემი ფეხი უფრო გამოჯანმრთელდა, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი დავდიოდი ბევრს, ვისვენებდი, ვწერდი სიმღერებს, სიმღერების ჩაწერაზე დავდიოდი. ვცეკვავდი, ხანდახან კიდევაც ვშოპინგობდი.
ინტ: რას ყიდულობდი?
ტაო: ტანსაცმელს, მიკროფონებს, დინამიკებს, ხმის ჩამწერ ნაკრებს. დედაჩემთან ერთად ვთამაშობდი და ღამით ვარსკვლავებს ვუყურებდით. დედაჩემს ძალიან მოწონდა იქ ვარსკვლაების ყურება. მთაზე როცა ვიდექით სინათლეები უფრო ახლოს ჩანდა, ვარსკვლავები ჩვენს თავს ზემოთ იყო. ასევე დავდიოდით გასართობ პარკებში, დისნეიში, იუნივერსალ სტუდიოში, სიქს ფლაგში.
ინტ: ალბათ ამერიკაში წასვლა შენთვის ყველაზე ხანგრძლივი დასვენება იყო რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩაერთე
ტაო: ჩემთვის ეს ყველაზე ნეტარი პერიოდი იყო. შეიძლება ისევ წავიდეთ მაგრამ ამდენი ხნით აღარ.
(ჰუან სიაომინის ეპიზოდის დაწერა მეზარება დამიჯერეთ საინტერსო არაფერია)
ინტ: რამე ისეთი გაგიკეთებია რასაც ნანობ?
ტაო: ეს ალბათ კრისის შემთხვევა იყო . ამან ძალიან დიდი დარტყმა მომაყენა და ხშირად ვფიქრობ ამაზე. ვისურვებდი რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის დალაგებული არ იყოს, ასე უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ. ამის შემდეგ სრულიად პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს ცხოვრებაზე, ყველა ნაბიიჯ დაფიქრებულად იქნება გადადგმული და შემდეგი ნაბიჯისთვის გათვალისწინებული. შეიძლება ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია მივიღო ჩემი შეცდომების გამო, მაგრამ სრულიად ვაგებ მათზე პასუხს.
ნაბიჯ ნაბიჯ გავიზრდები და ჩემს ცუდ მხარეებსაც შევიცვლი, ჩავდგები საუკეთეს ფორმაში და დადებით ენერგიას გავუყოფ ყველას, დაე, ყველამ იხილოს სრულიად ახალი ტაო.
ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ხალხს ჩემი სიძულვილისთვის, მადლობა რომ ამდენ ყურადღებას მაქცევთ, უკეთესად ვიმუშავებ მომავალში.
შეიძლება ფანებს რაღაც ვუთხრა?
დიდი მადლობა ამდენი წელი ჩემს მხარეს რომ იყავით არ მტოვებდით, ძალიან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ თქვენ არ მიმატვეთ, ყველაფრის გადმოსაცემად სიტყვები არ მეყოფა, მაგრამ ყველა სიმღერა, ყველა ბწკარი, რომელსაც დავწერ იქნება გაჟღენთილი იმით რაც მინდა რომ გითხრათ, იმედი მაქვს მთელი გულით მოუსმენთ. დაე, ჯიაიუ ერთად. (ჯიაიუ ჩინურად იგივეა რაც ჰვაითინ! კორეულად). 
(თანათარგმანი Qeti Kiladze)

No comments:

Post a Comment