Monday, February 1, 2016

"მყარად 24ში" (შესავალი)




როგორ გამოიყურება გული რომელიც უძლებს სიძნელეებს?

სანამ ამ წიგნს ვწერდი, ხშირად ვფიქრობდი იმ წლებზე, როცა მე საწვრთნელი პერიოდი მქონდა კორეაში.  გონებაში მიტივტივდება ხან ვრცელი სტუდია, რომელიც ვარჯიშისთვის გვქონდა გამოყოფილი და კომპანიის სარდაფში მდებარეობდა,  ხან კი ჩემი თავი, გაღვიძებული შუაღამისას....
 ყველაზე სასაცილო ისაა, რომ  იმ დროზე არ ვფიქრობ როგორც ცხოვრების მძიმე პერიოდზე. გავიდნენ წლები და მე ხვანაირად ვფიქრობ: ამ ღამეებმა ჩემი ცხოვრება გახადეს ისეთი როგორიც არის ეხლა.
 ხშირად ვიხსენებ, როგორ ვიდექი პირველად სცენაზე დებიუტის შემდეგ, ყველა ხედავდა როგორ ადვილად ვიცინოდი და  თავდაჯერებული ვცეკვავდი, მაგრამ მე გულში  არ მქონდა თავდაჯერებულობა და ამას მინდოდა გავქეოდი. სცენა იყო ისეთი დიდი და ჩვენ ისე ხმამაღლა გვიკრავდნენ ტაშს.... უეცრად გამოაცხადეს ჩემი სახელი და მე გამოვედი წინ. იმის მაგივრად რომ აღფრთოვანება და სასიამოვნო ღელვა მეგრძნო მე ჩემს თავს კითხვებით ვაწუხებდი: ხომ არაფერი შემეშალა? სხვის მაგივრად გამოვედი? ჩემი გამოსვლა კარგი იყო? მე არ უნდა ვთქვა არაფერი ცუდი, იქნებ ძალიან ნელ რეაგირებას ვუკეთებ ხალხის სიტყვებს?! ჩვენ გვიცნეს? ჩვენი მომავალი იქნება ნათელი?
მახსოვს, როგორ ვამშვიდებდი ჩემს თავს. მე ვიდექი  ჯგუფის წევრებთან ერთად და ვფიქრობდი: რა კარგია რომ ჩვენს ასე ბევრნი ვართ.
თუნდაც მე იმ წუთას თავდაჯერებულკი ვიყვაი გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა ვჭორჭმანობდი. მაგრამ სიმღერები უნდა იმღეროს და ცეკვები უნდა იცეკვოს... როცა არ შემეძლო ჩემი აზრების თავმოყრა, მივედნობოდო ხოლმე ჩემს კუნთების მახსოვრობას. საბედნიეროდ, როდესაც მე ვუყურებ დებიუტის დროინდელ ვიდეობს არ ვჩანვარ იქ აღელვებული.
  მაშინ მე ბოლოს და ბოლოს მივხვდი რატომ გავდიოდით ჩვენ ას და ათას რეპეტიციას, იმისთვის რომ ჩვენს სხეულს გაეთავისებინა პროგრამა. მაშინ ჩვენ არ გვქონდა უნარი ეს ყველაფერი გაგვეთავისებინა, ჩემი სხეული იდგა, მაგრამ გული  იყო სადღაც შორს და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ჩემს კუნთების მახსოვრობას რომ შემეძლო გამეძლო დარბაზის ხმაურისთვის და პროჟექტორების შუქებისთვის.
მე არ შემიძლია დავივიწყო ის წლები კორეაში , რადგანაც ჩემი სხეული ყოველ წუთში ამას მახსენებს. ერთხელ მე დავურეკე დედას ვიდეო ჩატში, მაშინ მე ზუსტად იმ სტუდიაში ვიყავი, სარდაფში, სხეული ახლოს მქონდა კამერასთან მიწეული, ისე რომ ჩანდა ოფლი როგორ ეწვეთებოდა იატაკზე. მე ვთქვი: დედა, ძალიან მუყაითად ვშრომობდი, თუ მე ვერ შევძლებ დებიუტირებას ნუ დამადანაშაულებ.  მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რატომ ვთქვი ასე. მე ამოვთქვი ის გრძნობა რომელიც ღრმად იჯდა ჩემში, რომელსაც მე ჩემს თავს ვუმალავდი.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანა, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღოს, იმის ნიშნად რომ მე ტყუილად არ დამიკარგავს დრო ჩემი განვითრებისათვის, და მე მეშინოდა რომ ამდენი მცდელობის შემდეგ მე დავკარგავდი რწმენას. იმ დროს მე მარტო ჩემი ძალის გამოყენება შემეძლო, რომ გამომესწორებინა ყველაფერი რაც ჩემს გულს ღრღნიდა,  რომ ყვლაფერი გადამეტანა ახალ დონეზე, რადგანაც მე მაშინ არ ვიცოდი რატომ უნდა გამეძლო ყველაფერი ამისთვის.
მუყაით შრომას ყოველთვის არ მივყავართ ჩვენ მიზნამდე, მაგრამ ყოველთვის გვაძლევს შედეგს. არ არის მთავარი როგორი იქნება შედეგი, რადგან ის ყველა შემთხვევაში იქნება განსხვავებული იმისაგან რაც  მოყვება უმოქმედობას. არავის არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თავისი მომავალი, მაგრამ ეს გრძნობები ილექებიან ორგანიზმში  შენ დგები და სხეული განსაზღვრავს შენ როგორ ადგე და შემდეგ მომავალში განსაზღვრავს შენს ცხოვრებისეულ პოზიციას.
 ზოგჯერ მესმის რომ მე ვარ ნიჭიერი, მაგრამ თვითონ ვთვლი რომ ასე არაა.  თუმცა  „ოცნება“ ძალიან უცნაური სიტყვაა. შენ იწყებ მისით, მაგრამ შენ უნდა სრულყო იგი ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს სულაც არაა მთლად ოცნებაც, რადგანაც მე ერთხელ მითრეს, რომ ოცნება ადამიანის გულის ანარეკლია.  სცენაზე ვდგავარ - აი ასე ვაჩვენებ მე ხალხს ჩემი გულის ანარეკლს. თუ ადამიანები უყურებენ ჩემს სხეულს და ხედავენ ჩემს გულს, ზუსტად მაშინ ვფიქრობ რომ მე შემიძლია ავფრინდე, მე ხშირად ვხედავ დრაკონს რომელიც მიცავს მე, ასე რომ მას ნამდვილად ავყავარ მე ზემოთ.
 წიგნის სათაურია „დარწმუნებული პოზიცია“, რადგან კონფუცი ამბობდა, „30-სა - მე ვდგავარ მყარად.“ მე მხედავენ ისე როგორც ჩემი სტუდიის პატარა მენეჯერს - ამიტომ ასეც შეგიძლიათ დამახასიათოთ. მე მხოლოდ 24 წლის ვარ. აი ამ დარწმუნებული პოზიციამდე დარჩენილი მაქვს ექვსი წელი და მერე დავფიქრდები ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
 ბოლოს და ბოლოს  მივხვდი ამ წიგნში მე წარსულს მივმართავ, ვუყურებ იმ გზებს რა გზებზეც მე დავდიოდი, ეს მე მიმიყვანს განვითარებამდე, სრულყოფილებამდე, მიმიყვანს ადგილამდე სადაც მე შემეძლება მყარად ვიდგე ჩემს 30 წლის ასაკში, ასე რომ ჩემო ძვირფასო მკითხველებო, გთხოვთ გამიგოთ  რომ ეს ყველაფერი მოდის 24 წლის ბიჭის აზროვნებიდან, რომელიც თავისი სიტყვების არჩევანში თავსუფალია. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მივმართო წარსულს და შემდეგ გავეშურო წინ!
 მჯერა, რომ მომავალში შემეძლება დავდგე სხვადასხვა სცენაზე, ვიდგე იქ, ვიდგე მყარად და მჯეროდეს ჩემი გულის, ასე მე შემიძლია ვაჩვენო სხვებს ჩემი თავი. გავახსენო ჩემი თავი და დავეხმარო სხვებს წინსვლაში, მჯერა რომ მე ყოველთვის მემახსოვრება ეს მუყაითობის და მძიმედ მუშაობის გრძნობა, რომელიც ჩემს სხეულზე აისახა, ამ ძალამ მე შემქმნა, ის რაც ვარ ეხლა, ადგილი სადაც მე ვდგავარ  ქმნის პეიზაჟს რომელსაც მე ვხედავ, პასუხისმგებლობას, რომელსაც მე ჩემს თავზე ვიღებ: გამოსვლები, წარსული, რითიც მე ვცხოვრობ.

მხოლოდ  მორწმუნე გულს შეუძლია თავდაუზოგავად, მიზანმიმართულად  იმუშაოს უფრო მეტი!

Tuesday, October 27, 2015

სინას ინტერვიუ ტაოსთან, თითქმის სრული ვერსია


ტაო: მეგობრებო სინადან, გამარჯობათ ყველას, მე ჰუან ზიტაო ვარ.
ინტ: როგორ ხასიათზე ხარ ამ ხნის განმავლობაში? მგონია რომ მართლა ძალიან ნერვიულობ, არ მინახავს სელებრითი ასე ნერვიულობდეს
ტაო: არასოდეს მინერვიულია ასე, იმიტომ რომ დღეს ყველა იმ გაუგებრობის ახსნას ვაპირებ, რომელიც აქამდე წარმოშობილა, გულს ვამზადებდი ამისთვის მაგრამ მაინც ცოტას ვნერვიულობ. ბოლო ხანებში ძალიან განაწყენებული ვიყავი ხალხზე, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები ითქვა რაც სიმართლე არაა, ისეთ ამბებს ვიგებ ინტერნეტში რომ შეიძლება ცხოვრებაში არც მომლანდებოდა.
ინტ: ბევრი რამ რასაც ამბობენ ნეგატიურია, მაგალითად როცა ბიჭებთან ერთად არდადეგებზე იყავი ვიდეო გავრცელდა როგორ გეჭირა ხელში “დუბინკა” და დაცვას უღერებდი, ასევე სცენის ვიდეო, მეც კი ვნახე, რომ ფანს ეუბნები ტანსაცმელი გაიხადეო. რატომ არის შენზე ნიუსები ყოველგვარ აზრს მოკლებული ხოლმე?
ტაო:ხო, დღეს მინდა ყველა ეს გაურკვევლობა ნათელი გავხადო და ვთქვა სიმართლე და ასევე მომენტების გამო, სადაც შევცდი ბოდიში მოვიხადო
ინტ: სამი რამეა რაზეც გინდა საუბარი ხომ?
ტაო: პირველად რომელზე ვთქვა?

Friday, October 23, 2015

SE Weekly Magazineს ინტერვიუ იშინთან პირველი ნაწილი

(სპელინგის გამო ნუ გამწირავთ)

2015 წლის 8 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ჟან იშინმა დაასრულა ექსო ფანსაინზე დასწრება ჩინეთში და მაშინვე უკან, გადასაღებ მოედანზე გაიქცა („ო, ღმერთო ჩემო), ბანდალინში. დღის  2 საათზე, ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული რომ შეძლებდა „ფანსაინში“ მონაწილეობის მიღებას. 8 აპრილი ექსოს მესამე წლისთავის დღე იყო, იშინისთვის ეს ბევრ რამეს ნიშნავდა, მაგრამ  ფილმის გადაღებების განრიგი ძალიან მჭიდრო იყო და რეჟისორსაც არ ქონდა გათვალისწინებული მისი გაშვება.  სხვა წევრებიც პეკინში იყვნენ და თვითონაც, მაგრა ის რომ მათთან ერთად ყოფნას ვერ შეძლებდა, აღელვებდა. სათითაოდ მიდიოდა რეჟისორებთან რომ სიტუაცია აეხსნა, მათ სპეციალური თათბირი გამართეს ამასთან დაკავშირებით და როგორც იქნა იშინს რამოდენიმე საათი გამოუყვეს.
  მაშინვე როცა ფანებთან შეხვედრა დამთავრდა უკან გაიქცა იშინი უკვე მადლიერი რომ მის მდგომარეობაში შევდინენ და მათ დაპირდა რომ  ამის შემდეგ მისი მიზეზით გადაღებების გადადება არ მოხდებოდა. იშინმა ერთხელ თქვა, რომ მთავარი რაც კომპანიის უფროსობისგან ისწავლა „კონტრაქტის სულია“, და ეს იმაში გამოიხატება რომ თავის დადეულ პირობას არასოდეს არ არღვევს და იმაში თუ როგორ მართავს თავის სტუდიას ჩინეთში.
   წინა გამოცდილებით, როგორც ჩანს SMს გონება გაუნათდა რომ მისცა უფლება ჩინელ წევრებს საკუთარი სტუდია გაეხსნათ (მრავლობითში იმიტომ წერია რომ იმ დროს ოფიციალურად ტაო არ იყო წასული მ.კ), მათ მისცა უფრო მეტი თავისუფლება და მართვის უფლებები.  მაგრამ ამ უფლებების უკან იშინის ერთწლიანი შეუპოვრობა დგას. 2014 წლის თებერვალში იშინს უკვე ქონდა ფიქრებში რომ თავისი სტუდია გაეხსნა ჩინეთში, მაგრამ კომპანია თავს იკავებდა მიაგან, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ქონია. თუმცა მას მერე რაც ჩინელმა წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ჯგუფის დატოვება, ჟან იშინიც ხშირად ტიროდა ხოლმე და მოწყენილი იყო. ეს პერიოდი  მთელი ჯგუფისთვის უჩვეულოდ რთული იყო. „გეგე, შენც დაგვტოვებ?“ სხვა წევრები უფრო და უფრო ხშირად ეკითხებოდნენ ხოლმე მას. „ჯგუფის უმეტესი წევრი ჩემზე პატარაა, ვგრძნობ რომ ჩემ თავზე ვიტვირთე პასუხისმგებლობა, რომ ჯგუფის სისრულე არ შეირყას. მე ექსოს არ დავტოვებ“ - თქვა იშინმა თავდაჯერებულად.

Thursday, October 22, 2015

SE weekly Magazine-ში დაბეჭდილი ინტერვიუ ლეის დედასთან 150413



E:იშინი ვერ ჭამს ცხარე საჭმელს, მაგრამ თქვენ ხომ ჰუნანიდან ხართ, სახლში ცხარე საჭმელს არ ჭამთ?
Zhang Mama: არა ვერ ჭამს ცხარეებს, ამიტომ მისთვის ცალკე ვამზადებ, მივეჩვიე უკვე

SE: თქვენი გაკეთებული რომელი კერძი უყვარს ყველაზე მეტად?
Zhang Mama: სოსისები! ტკბილი კანტონესური სოსისები
SE: თქვენ უმზადებთ სოსისებს?
Zhang Mama: არა გამზადებულს ვყიდულობთ ტან რენ შენში და მერე ვამზადებ კერძად.. უი, ეს არ უნდა მეთქვა ხომ, რეკლამა გამომივიდა


SE: ახლა ალბათ თქვენ და თქვენი შვილი ხშირად ნახულობთ ერთმანეთს
Zhang Mama: ხშირად დავყვები აქეთ-იქით, როცა კორეაშია იქაც ხშირად მივდივარ

SE: საერთო საცხოვრებელშიც მიდიხართ?
Zhang Mama: არა იქ მისვლა არ შემიძლია

იშინის ინტერვიუ SE weekly Magazine-თან ნაწილი 2 150413

SE: კორეაში  მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობ,ალბათ გეხერხება დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგრამ “სელებრითი მზარეული ჩამოვიდა”-ში თქვი რომ შენი წარმოდგენა “არ იყო კარგი”, სინამდვილეში როგორ ამზადებ საჭმელებს?
იშნი: ჩვენ, ჩანშას ხალხი კარგი მზარეულები ვართ, მეც მაღალი გემოვნება მაქვს კულინარიაშ, თუმცა ჩემი თავი რომ განმასჯევინოთ ვიტყოდი რომ კარგად ვერ ვამზადებ, მიუხედავად ამისა ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა მიქებენ ნახელავს! ჩემი ფანები არიან

SE: დასვენების დღეებში ჩვეულებრივ  რას აკეთებ?
იშინი: გვიან ვდგები, მეტი მძნავს, დაახლოებით 12 ზე ან პირველზე ვდგები, მერე როცა ვდგები  ვცდილობ რომ სიმღერები დავწერო ან ჭიქა ყავის საყიდლად გავიდე, თუ შესაძლებლობა მაქვს ვხვდები მეგობრებს, დიდხანს სახლში ვერ ვრჩები

SE: სხვა? გარეთ ვერ ერთობი?
იშინი:რადგანაც ცნობილი ადამიანი ვარ ჩემთვის გართობა... ვერ ვბედავ რომ გასართობად გარეთ გავიდე

SE: გარეთ მარტო დადიხარ? მაგალითად მეტროში, ან კინოთეატრში? ხალხი ვერ გამჩნევს?
იშინი:კი როგორ არა, ნიღაბს ვატარებ და კეპს რომ სახე დავიფარო, ბევრი შემთხვევა არ მახოსვს რომ ვინმეს ვეცნე, და ვამაყობ ამით

SE: რამდენად ხშირად ალაგებ შენს ოთახს?
იშინი: ოთახს... ა, ოთახს ხო? სიმართლე რომ გითხრათ სახლში რომ მივდივარ სიზარმაცის შემოტევები მაქვს ხოლმე, მაგრამ როცა გარეთ ვმუშაობ ან გადაღებები გვაქვს, ოთახს ყოველ დღე ვალაგებ იმიტომ რომ ასისტენტი ჯიჯი მეხმარება